საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი — კერძო დამსაქმებელი

კერძო დამსაქმებელი

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კერძო დამსაქმებელი თბილისში ეძებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე, პრეზენტაბელურ მამაკაცს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

მთავარი მოვალეობები:

  • დამსაქმებლის იმიჯისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების მართვა
  • ოფიციალური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება
  • აეროპორტში მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების დახვედრისა და გაცილების პროცედურების ორგანიზება და უზრუნველყოფა
  • სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მედიასთან და პარტნიორებთან კომუნიკაციის დამყარება და კავშირების შენარჩუნება
  • სტუმრების მიღებისა და ოფიციალური პროტოკოლის დაცვის უზრუნველყოფა

მოთხოვნები და კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR), ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების ან მომიჯნავე სფეროში
  • ენების ცოდნა: არაბული და ინგლისური ენების სრულყოფილი, თავისუფალი ცოდნა (როგორც წერილობითი, ისე ზეპირი) სავალდებულოა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
  • საუკეთესო კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარები
  • პუნქტუალურობა და კონფიდენციალურობის დაცვა

სამუშაო პირობები:

  • ადგილი: თბილისი
  • სამუშაო საათები: 10:00-დან 16:00 საათამდე (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით). შენიშვნა: საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მუშაობა არასამუშაო საათებშიც (ღონისძიებების ან აეროპორტში სტუმრების დახვედრის დროს)
  • ხელფასი: განიხილება გასაუბრების დროს