საველე ინსპექტირების სამმართველოს სპეციალისტი- მარნეული — სოფლის განვითარების სააგენტო

სოფლის განვითარების სააგენტო

საველე ინსპექტირების სამმართველოს სპეციალისტი- მარნეული

₾1880 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ა (ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას საველე ინსპექტირების სამმართველოს სპეციალისტის პოზიციაზე ქვემო ქართლის რეგიონში - ოფისი ქ. მარნეულში.

ანაზღაურება: 1880 ლარი (net)

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შერჩეული ობიექტების ინსპექტირება.
  • შერჩეული ობიექტების ინსპექტირებაზე გასვლამდე, მათ შესახებ წინასწარი ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი.
  • ადგილზე ვიზიტისას არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის და ბენეფიციარისგან მიღებული ინფორმაციის დაფიქსირება ინსპექტირების აქტში.
  • ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების შესწავლა/ანალიზი;
  • განხორციელებული ინსპექტირების შედეგების განხილვა ხელმძღვანელთან;
  • საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული, ხელმძღვანელობის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება.
  • მუშაობის არანაკლებ ორ წლიანი გამოცდილება, სასურველია მსგავს პოზიციაზე.
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
  • მართვის მოწმობა - B კატეგორიის (მექანიკური გადაცემათა კოლოფის ავტომობილის მართვის უფლებით).

სხვა მოთხოვნები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
  • დროის სწორად მართვის უნარი.
  • კომუნიკაციის დაგეგმვისა და სწორად წარმართვის უნარი.
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 14 ივლისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ რეზიუმეების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან, განაცხადის მიღების დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში. არასრული/არაზუსტი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და ა (ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად, არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია შეინახება განაცხადის მიღებიდან 3 წლის ვადით.

დიდი მადლობა ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ