საველე აგენტი
Synexia აცხადებს ვაკანსიას საველე აგენტის პოზიციაზე.
Synexia არის გერმანული ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის კომპანია MicroAGI-ის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. ჩვენ ვაგროვებთ ადამიანის ხელის მოძრაობის ვიდეო-მონაცემებს, რომლებზეც სწავლობენ მომავლის რობოტიკული და AI მოდელები.
პოზიციის აღწერა
საველე აგენტი არის Synexia-ს სახე ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობაში. მისი მთავარი ამოცანაა ახალი კონტრიბუტორების მოზიდვა B2B და B2C არხით: კომპანიებთან, ორგანიზაციებთან და სხვადასხვა სექტორის დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია და თანამშრომლობის დამყარება.
ძირითადი მოვალეობები
- პოტენციური B2B/B2C პარტნიორების იდენტიფიცირება და მათთან პირველადი კონტაქტი (რითეილი, სასტუმროები, ლოგისტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება, სერვის-ცენტრები)
- შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება კომპანიების ხელმძღვანელებთან და HR წარმომადგენლებთან
- Synexia-ს პროექტისა და Shift აპლიკაციის პრეზენტაცია
- პარტნიორ ორგანიზაციებში ჯგუფური რეგისტრაციებისა და ონბორდინგის ორგანიზება
- ველზე მუშაობა: ვიზიტები ლოკაციებზე, კონტრიბუტორების ტექნიკური მხარდაჭერა ჩაწერის პროცესში
- CRM სისტემაში (HubSpot) ყველა კონტაქტისა და აქტივობის სრული და დროული ასახვა
- კვირეული ანგარიშგება გუნდის ხელმძღვანელთან
მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- გაყიდვების, საველე სამუშაოს ან B2B კომუნიკაციის გამოცდილება (უპირატესობა)
- შესანიშნავი კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი
- დამოუკიდებლად მუშაობის და შედეგზე ორიენტირებულობის უნარი
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისურის საბაზისო ცოდნა
- კომპიუტერული პროგრამების (Google Workspace, CRM) ცოდნა
- პირადი ავტომობილი და მართვის მოწმობა (უპირატესობა)
- მზაობა ველზე გადაადგილებისთვის თბილისის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში რეგიონებში
ჩვენ გთავაზობთ
- ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსები
- შედეგზე დაფუძნებული ბონუს-სისტემა (თითოეულ მოზიდულ კვალიფიციურ კონტრიბუტორზე)
- სამუშაო ტექნიკა და სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება
- ტრენინგები და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
- მუშაობა საერთაშორისო AI და რობოტიკის პროექტზე, გერმანულ გუნდთან ერთად
- კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივა სწრაფად მზარდ კომპანიაში