სავალუტო ჯიხურის მოლარე-ოპერატორი
შპს "ტიფლისი" აცხადებს ვაკანსიას სავალუტო ჯიხურის მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.
ლოკაცია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე
სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში 1-ხელ ღამის ცვლა, საღამოს 8 სთ-დან დილის 8 სთ-მდე
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
- ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
- ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
- ვალუტის გაცვლითი ოპერაციების წარმოება;
- დოკუმენტაციის სწორი და დროული წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა (კლიენტებთან საკომუნიკაციო დონეზე);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული;
- კლიენტების თავაზიანად მომსახურების უნარი.