სავალუტო ჯიხურის დღე-ღამის მოლარე-ოპერატორი
შპს "აკო" 2016 წლიდან აქტიურად ოპერირებს სავალუტო ბაზარზე კვალიფიციურ გუნდთან ერთად. ის წარმოდგენილია ამჟამად ორი 24 საათიანი ფილიალებით: თბილისის აეროპორტსა და ალ. ყაზბეგის 17-ში. კომპანია ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე, რაც ასახულია მომხმარებელთა მზარდ რიცხვზე.
შპს "აკო" აცხადებს ვაკანსიას სავალუტო ჯიხურის დღე-ღამის მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.
ლოკაცია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი (ჩამოფრენის დარბაზი).
ანაზღაურება: 1200 ლარი+ბონუსები გამომუშავებაზე.
სამუშაო გრაფიკი: დღის ცვლა 09:00-20:00 ღამის ცვლა 20:00-09:00
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
- ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
- ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
- ვალუტის გაცვლითი ოპერაციების წარმოება;
- დოკუმენტაციის სწორი და დროული წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კლიენტებთან საკომუნიკაციო დონეზე);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული;
- კლიენტების თავაზიანად მომსახურების უნარი.
ჩვენგან:
- სტაბილური სამუშაო გარემო;
- მეგობრული გუნდი;
- ფიქსირებული ხელფასი+ბონუსები;
- სამუშაო პროგრამის ადგილზე შესწავლა;