სავაჭრო ცენტრის მიმღები ოპერატორი — აი ჯი დეველოფმენტი

აი ჯი დეველოფმენტი — ლოგო
აი ჯი დეველოფმენტი

სავაჭრო ცენტრის მიმღები ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია", რომლის საკუთრებაშია ქ. თბილისში მდებარე სითი მოლის ორი სავაჭრო ცენტრი და ბიზნეს ცენტრი "სითი თაუერი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ცენტრის მიმღები ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: სითი მოლი საბურთალო

სამუშაო განაკვეთი: დღეგამოშვებით

ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ცენტრში შემოსული მომხმარებლების დახმარება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის ინფორმირება სავაჭრო ცენტრში არსებული/განთავსებული ბრენდების, მათ შორის მაღაზიების, სტენდების, კუნძულების, აფთიაქის, ბანკების, სალონის, სპორტდარბაზის, კინოს, ჰიპერმარკეტის/მარკეტის შესახებ;
  • დეტალური ინფორმაციის ცოდნა სავაჭრო ცენტრში ფუნქციონირებადი სასაჩუქრე ბარათების, მათი პირობების (მათ შორის აქტივაცია, გამოყენება, გასაჩუქრების წესი და აშ.) შესახებ;
  • მომხმარებლებისთვის დახმარება სასაჩუქრე ბარათის გააქტიურებასა და თანხის ჩარიცხვაში;
  • სატელეფონო ზარების მიღება და შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
  • საინფორმაციო სივრცის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ცენტრის დაცვის სამსახურისთვის მყისიერი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლის მიერ დაკარგული ნივთის შესახებ, მათ შორის, მომხმარებლის/მესამე პირის მიერ ნაპოვნი ნივთის მოფრთხილება და აღნიშნულ ნივთთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება დაცვის სამსახურის უფროსისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა

დამატებითი უნარები:

  • კომუნიკაბელურობა
  • შრომისმოყვარეობა
  • პუნქტუალობა
  • დისციპლინირებულობა
  • ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი