სავაჭრო წარმომადგენელი/პრისეილერი TT მიმართულებით — სანდომი

სანდომი

სავაჭრო წარმომადგენელი/პრისეილერი TT მიმართულებით

₾3000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პურის" ბრენდი "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სავაჭრო წარმომადგენელი (პრისეილერი TT მიმართულებით)

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი/აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონები;
  • ოფისის მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული);
  • ანაზღაურება: სტაჟირების შემდგომ მინიმუმ 1500 ლარი, საშუალოდ 2000-3000 ლარი;
  • ავტომობილი და საწვავი: უზრუნველყოფს კომპანია.

ფუნქცია/მოვალეობა:

  • უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება;
  • უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია;
  • უზრუნველყოს პროდუქციის საუკეთესო განლაგება;
  • აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში;
  • გაამყაროს კონსტრუქციული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია სადისტრიბუციო მიმართულებით;
  • მოლაპარაკებებისა და გაყიდვების ეფექტური უნარები;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და კომუნიკაციის მაღალი უნარი;
  • ბაზრის ანალიზისა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება.

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass

ჩვენ გთავაზობთ:

  • განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას.