სავაჭრო წარმომადგენელი/პრისეილერი- ბათუმი
შპს "დ&ლ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრისეილერის) პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული
შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
საჭირო კვალიფიკაცია:
- მართვის მოწმობა B კატეგორია აუცილებელია;
- სასურველია MS office-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
- მათემატიკური აზროვნება;
- მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
ძირითადი მოვალეობები:
- სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
- სავაჭრო ობიექტებიდან შეკვეთების მიღება და მიწოდების უზრუნველყოფის კონტროლი;
- პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ეფექტური პრეზენტაცია;
- სავაჭრო სივრცეში პროდუქციის განლაგებაზე ზრუნვა;
- სამუშაოსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება.
გთავაზობთ:
- ხელმძღვანელთა ჯგუფის მუდმივ მხარდაჭერას;
- სტაბილურ ანაზღაურებას.