სავაჭრო წარმომადგენელი/პრისეილერი
კომპანია „ევროპროდუქტი“, როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Bayernland და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მაშტაბით წარმოდგენილია 40 ბრენდული მარკეტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!
კომპანია „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრისეილერის) პოზიციაზე ქ. გორში, ქ. ხაშურში , ქ.ბორჯომსა და ქ.ახალქალაქში.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მის პორთფელში არსებული ასორტიმენტის ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
- გაყიდვების წარმოება და მუდმივად მუშაობა მაჩვენებლის ზრდაზე;
- პოტენციური კლიენტების მოძიება;
- კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მუდმივი განახლება და კონტროლი;
- დაფარულ ობიექტებზე ბრენდის დაფარვის გაზრდა;
- ინკასაციის მართვა;
- მერჩენდაიზინგის წარმოება;
აუცილებელი მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება;
- მართვის მოწმობა B კატეგორია.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- მიზანდასახულობა;
- დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი
- დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პრეზენტაციის უნარი;
კომპანია „ევროპროდუქტი“ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.