სავაჭრო წარმომადგენელი/პრესეილერი — კინგ ჯგუფი

კინგ ჯგუფი

სავაჭრო წარმომადგენელი/პრესეილერი

₾1800 ₾ ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "კინგ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრესეილერის) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება, მოზიდვა და ქსელის გაფართოება;
  • არსებულ და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმართვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება;
  • კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
  • სავაჭრო ობიექტებიდან შეკვეთების დროული მიღება, გაფორმება და სისტემური დამუშავება;
  • ობიექტებში პროდუქციის ნაშთების კონტროლი და ოპერატიული ანალიზი;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის საუკეთესო წარმოდგენის უზრუნველყოფა (მერჩენდაიზინგი);
  • ობიექტების დებიტორული დავალიანებების მუდმივი კონტროლი და თანხების დროული ამოღება;
  • კომპანიის მიერ დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობებისა და აქციების განხორციელება ობიექტებზე;
  • გაწეული მუშაობის შესახებ ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (50 000 ლარის ღირებულების);
  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმოებისა და პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობისა და პრობლემური სიტუაციების სწრაფად მოგვარების უნარი;

ანაზღაურება და სამუშაო პირობები:

  • ფიქსირებული ხელფასი: 1800 ლარი;
  • ყოველთვიური ბონუსი გეგმის შესრულებისას: +900 ლარი;
  • დამატებითი პროგრესული ბონუსი გეგმის გადაჭარბების შემთხვევაში;
  • კომპანიის მფლობელობაში არსებული ავტომობილი და საწვავის სრული უზრუნველყოფა (ლიმიტი);
  • 5-დღიანი სამუშაო კვირა (დასვენება: შაბათი და კვირა).