სავაჭრო აგენტი- ქობულეთი, გურია
შპს "ჯიბის ვიუ" არის დისტრიბუციის სფეროში მოქმედი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდებაზე. ჩვენი მიზანია პარტნიორებთან გრძელვადიანი და სანდო ურთიერთობის ჩამოყალიბება, გაყიდვების ზრდა და ბაზარზე პოზიციების გაძლიერება.
შპს "ჯიბის ვიუ" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო აგენტის (პრისელერის) პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქობულეთი, გურია
ვეძებთ პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ სავაჭრო აგენტს გაყიდვების გასაძლიერებლად.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა
- არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება
- პროდუქციის შეთავაზება და შეკვეთების მიღება
- გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა
- სავაჭრო ობიექტების მონახულება და მოლაპარაკებების წარმოება
- ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტული გარემოს შესწავლა
მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კეთილსინდისიერება
- შედეგზე და გაყიდვებზე ორიენტირებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
კომპანია გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსურ სისტემას
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
- გუნდურ სამუშაო გარემოს
- სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი
დასვენების დღე: კვირა