საუზმის მზარეული- ნატახტარი — ვილა მოსავალი

ვილა მოსავალი — ლოგო
ვილა მოსავალი

საუზმის მზარეული- ნატახტარი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო-კომპლექსი "ვილა მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე. "ვილა მოსავალი" მდებარეობს ნატახტარში, სოფელ ახალუბანში და აერთიანებს სასტუმროს, ქართულ და ევროპულ რესტორნებსა და მასშტაბურ საბანკეტო და ღონისძიებების სივრცეებს.

სამუშაო ადგილი: ნატახტარი, სოფელი ახალუბანი

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროს სტუმრებისთვის საუზმის კერძების მომზადება დამტკიცებული მენიუსა და სტანდარტების მიხედვით;
  • ცხელი და ცივი საუზმის პოზიციების დროული და ხარისხიანი მომზადება;
  • საუზმის ბუფეტის შევსება, კერძების ვიზუალური მხარისა და ტემპერატურის კონტროლი;
  • ნედლეულის მიღება, ხარისხისა და ვარგისიანობის შემოწმება და სწორად შენახვა;
  • პროდუქციის დანახარჯისა და პორციების დადგენილი სტანდარტების დაცვა;
  • სამუშაო ადგილის, ინვენტარისა და ტექნიკის სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • სურსათის უვნებლობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • სამზარეულოს გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საუზმის კერძებისა და ძირითადი კულინარიული ტექნიკების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პროდუქციის ხარისხისა და პრეზენტაციის მიმართ ყურადღება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა;
  • სწრაფ და დატვირთულ გარემოში ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 5/2, ცვლების შესაბამისად;
  • სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 9 საათი, მათ შორის 1-საათიანი შესვენება;
  • ანაზღაურება: 1500-2000 ლარი ხელზე, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • კვებით უზრუნველყოფა;
  • ტრანსპორტირება თბილისიდან;
  • საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროს მიმდებარედ თანამშრომლებისთვის განკუთვნილი საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

განაცხადის წარდგენა

პერსონალური მონაცემების დაცვა:

კანდიდატის მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება მხოლოდ შერჩევის მიზნით და შეინახება პროცესის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.