სასტუმრო Astoria Tbilisi
საუზმის მზარეული
შეთანხმებით
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
სასტუმრო "Astoria Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:- საუზმის მენიუს მიხედვით კერძების მომზადება განსაზღვრულ დროში;
- პროდუქტების სწორი დამუშავება, შენახვა და ხარისხის კონტროლი;
- სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა;
- საუზმის ბუფეტის დროული და ესთეტიკური მოწყობა და შევსება;
- სამზარეულოს ინვენტარისა და სამუშაო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა;
- ნედლეულის მოხმარების კონტროლი და საჭირო პროდუქციის დროული მოთხოვნა;
- სტუმრების განსაკუთრებული მოთხოვნების (დიეტური, ალერგენები) გათვალისწინება.
სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
- ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას;
- კვებით უზრუნველყოფას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭონქაძის 23
სამუშაო საათები: 07:00-15:00