საუზმის მზარეული
Reed Hotel Tbilisi — ორთაჭალში მდებარე 23 - ნომრიანი ბუტიკ-ტიპის სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ ადამიანს, რომელსაც გემრიელი კერძების მომზადება და ლამაზად გაფორმება უყვარს!
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნიკოლაძის ქ. 15
- სამუშაო გრაფიკი: 5/2, 07:00–16:00
- ანაზღაურება: 1300 ლარი
- სარგებელი: კვებით უზრუნველყოფა, უნიფორმით უზრუნველყოფა, დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები
- ტექნოლოგიური ბარათებისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად კერძების მომზადება;
- ნედლეულისა და პროდუქტების პირველადი დამუშავება;
- კერძებისა და პროდუქტების ხარისხის კონტროლი;
- კერძებისა და საუზმის მაგიდის მიმზიდველი და მოწესრიგებული წარდგენა;
- მიღებული პროდუქტების დახარისხება და სწორად შენახვა;
- სამზარეულოში არსებული პროდუქტებისა და მარაგების ეფექტიანად გამოყენება;
- სამუშაო სივრცის, დანადგარებისა და ინვენტარის სუფთად და მოწესრიგებულად შენარჩუნება;
- სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საჭირო უნარები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- სამზარეულოს მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- კულინარიის მიმართულებით პროფესიული განათლება სასურველია;
- სწრაფად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა.