საუზმის მზარეული — Reed Hotel Tbilisi

Reed Hotel Tbilisi

საუზმის მზარეული

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Reed Hotel Tbilisi — ორთაჭალაში მდებარე 23-ნომრიანი ბუტიკ-ტიპის სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც იზრუნებს საუზმისთვის განკუთვნილი კერძების ხარისხიან მომზადებასა და ლამაზად წარდგენაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნიკოლაძის ქ. 15
  • სამუშაო გრაფიკი: 5/2, 07:00-16:00
  • ანაზღაურება: 1200 ლარი
  • კვებით უზრუნველყოფა
  • უნიფორმით უზრუნველყოფა
  • დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

  • ტექნოლოგიური ბარათებისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად კერძების მომზადება;
  • ნედლეულისა და პროდუქტების პირველადი დამუშავება;
  • კერძებისა და პროდუქტების ხარისხის კონტროლი;
  • კერძებისა და საუზმის მაგიდის მიმზიდველი და მოწესრიგებული წარდგენა;
  • მიღებული პროდუქტების დახარისხება და სწორად შენახვა;
  • სამზარეულოში არსებული პროდუქტებისა და მარაგების ეფექტიანად გამოყენება;
  • სამუშაო სივრცის, დანადგარებისა და ინვენტარის სუფთად და მოწესრიგებულად შენარჩუნება;
  • სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • სამზარეულოს მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • კულინარიის მიმართულებით პროფესიული განათლება სასურველია;
  • სწრაფად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა.