სატვირთო ავტომობილის სავალი ნაწილების სპეციალისტი — სტარტ მოტორს ჯი

სტარტ მოტორს ჯი

სატვირთო ავტომობილის სავალი ნაწილების სპეციალისტი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "სტარტ მოტორს ჯი" აცხადებს ვაკანსიას სატვირთო ავტომობილის სავალი ნაწილების სპეციალისტის პოზიციაზე.

სტარტ მოტორსში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. კომპანიასთან ერთად ნელ-ნელა ვვითარდებით და მეტ ცოდნას ვიძენთ.

მდებარეობა: ქ.თბილისი დიდი ლილო ლევან დევდარიანის მე-2 შესახვევი, N12

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას
  • გამოცდილების შესაბამისად ანაზღაურებას (ანაზღაურება: 2500 ₾-დან ზემოთ, გამოცდილების მიხედვით)
  • პროფესიულ განვითარებას და სწავლების შესაძლებლობას

მოვალეობები:

  • სერვის ცენტრში შემოსული სატვირთო ავტომობილების დიაგნოსტიკა და სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
  • სატრანსპორტო საშუალების დაზიანებების დაფიქსირება სერვის მენეჯერთან.

მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება სატვირთო ავტომობილების სფეროში.
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

პერსონალური უნარ-ჩვევები:

  • ტექნიკური სამუშაოების შესრულების უნარი
  • სიზუსტე, პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა
  • შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 2 აგვისტო.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. "სტარტ მოტორს ჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - "კანონის") მიზნებისთვის.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 6 თვის ვადით, რაც გონივრულ ვადას წარმოადგენს შპს "სტარტ მოტორს ჯი" (სარეგისტრაციო ნომერი: 405655358; საკონტაქტო ინფორმაცია: 597333444 ; მისამართი: ქ. თბილისი, დიდი ლილო ლევან დევდარიანის მე-2 შესახვევი, N12) (შემდგომში - "კომპანია") საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით.

დამატებით, აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა "კომპანიის" ელ. ფოსტაზე დაკავშირების ან წერილობითი მომართვის გზით. გაცნობებთ, რომ მოცემული თანხმობის გამოხმობა შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.