სატვირთო ავტომობილის მძღოლი — IDS Borjomi

IDS Borjomi — ლოგო
IDS Borjomi

სატვირთო ავტომობილის მძღოლი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომპანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.

ლოგისტიკის დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სატვირთო ავტომობილის მძღოლის პოზიციაზე.

ოფისის მისამართი: ქ.თბილისი, ილია ბაბუციძის ქ.#14

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი, 08:30 სთ-დან 17:00 სთ-მდე;

ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი + გადაზიდული ტონაჟის მიხედვით (1500-დან 2100 ლარამდე);

ყოველ სამ თვეში ერთხელ ბონუსი.

რისი გაკეთება მოგიწევთ:

  • კომპანიის კუთვნილი ა/ს საშუალების მართვა დადგენილი მარშრუტით;
  • კომპანიის პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირება დანიშნულ ადგილამდე;
  • პროდუქციის გადმოტვირთვა და შეტანაში (სავაჭრო ობიექტზე) მონაწილეობის მიღება;
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;

საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია უნარები და ცოდნა:

  • საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • გამოთვლების წარმოების უნარის ქონა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა
  • აუცილებელია კანდიდატს ქონდეს მართვის მოწმობა C კატეგორია და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის მინ 2 წლიანი გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენ გთავაზობთ:

  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
  • სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
  • კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
  • საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას

საქართველოს თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 17-დან 27 წლამდე მამრობითი სქესის კანდიდატის სამსახურში აყვანის წინაპირობაა: დამსაქმებლისთვის სამსახურში აყვანამდე წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ