საწყობისა და სამეურნეო თანამშრომელი — მედიქალ ვორლდი

მედიქალ ვორლდი

საწყობისა და სამეურნეო თანამშრომელი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია მედიქალ ვორლდი ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის" სახელითაა ცნობილი.

"Medical World Spa&Wellnes"კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი "მედ 11", რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

"მედიქალ ვორლდის" გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

"მედიქალ ვორლდი" აცხადებს ვაკანსიას საწყობისა და სამეურნეო თანამშრომლის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 3

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00)

ანაზღაურება: 1200 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის მიღება, დაცლა და საწყობში განთავსება უშუალო ხელმძღვანელის მითითებისა და საწყობში არსებული დასაწყობების პოლიტიკის გათვალისწინებით;
  • მასალების გაცემის და მიღების პროცედურის დაცვა;
  • საწყობის ნაშთების კონტროლი;
  • საწყობის პერიოდული აღწერა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველი);
  • MS Office, MS Excel ცოდნა
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • სიზუსტე, აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი.

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
  • FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
  • მნიშვნელოვანი ფასდაკლება ლაბორატორიულ სრულ სერვისზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც).