საწყობისა და ლოჯისტიკის ოპერატორი — ჯეი ეფ ჯორჯია

ჯეი ეფ ჯორჯია — ლოგო
ჯეი ეფ ჯორჯია

საწყობისა და ლოჯისტიკის ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "JF Georgia" ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას საწყობისა და ლოჯისტიკის ოპერატორის პოზიციაზე.

შპს "ჯეი ეფ ჯორჯია" 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ახორციელებს სხვადასხვა დასახელების პროდუქციის (თმის მოვლის საშუალებები, ელექტროპროდუქცია, აქსესუარები, ავეჯი და სხვა) საბითუმო და საცალო გაყიდვებს. კომპანიის ძირითადი მომხმარებლები არიან საქართველოს მასშტაბით არსებული სილამაზის სალონები. JF Georgia წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული ფილიალებით, მათ შორის სილამაზის სალონითა და სასწავლო აკადემიით.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ე. ანდრონიკაშვილის N37ა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 09:30 - 18:00 საათი; შაბათი: 09:30 - 14:00 საათი

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს/მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;
  • ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • Apex-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ნებისმიერი სახარჯი მასალის (მათ შორის, მარკეტინგული მასალები, სასწავლო აკადემიის რესურსები, საკანცელარიო და სხვა შიდა მოხმარების ნივთები) მიღება, სისტემური აღრიცხვა, დასაწყობება და კონტროლი;
  • კომპანიის ბალანსზე არსებული ავტოტრანსპორტის საწვავის ლიმიტების, მიზნობრივი ხარჯვისა და ნაშთების მუდმივი მონიტორინგი და რეპორტინგი;
  • საწყობში არსებული სივრცის ოპტიმალური ორგანიზება, ნივთების კატეგორიზაცია და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • მარაგების პერიოდულ და გეგმიურ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, ფაქტობრივი და სისტემური ნაშთების შედარება-ანალიზი;
  • შესაბამის პროგრამაში (მაგ.: Apex, Excel ან სხვა შიდა სისტემა) სასაწყობე ოპერაციების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და ზედნადებების დროული და ზუსტი ასახვა;
  • სხვადასხვა დეპარტამენტებიდან (მარკეტინგი, სასწავლო აკადემია და სხვა) შემოსული მოთხოვნების საფუძველზე მასალების დროული მომზადება და გაცემა.

პიროვნული თვისებები:

  • მონაცემების სწრაფად დამუშავებისა და ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ახალი პროგრამებისა და პროცესების სწრაფად ათვისების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • დინამიურ სამუშაო გარემოს დიდ და მეგობრულ გუნდში;
  • პოზიციური და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას.