საწყობისა და ლოგისტიკის მენეჯერი
"LG Electronics"-ის სერვის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას თბილისში საწყობისა და ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობის მენეჯმენტი;
- საბაჟო პროცედურების (იმპორტი/ექსპორტი) ორგანიზება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- გამოცდილება იგივე სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
- ენერგიულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00 საათი)
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადა 6 თვე - 3000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა), გამოსაცდელი ვადის შემდეგ ანაზღაურება 3500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).
სხვა ბენეფიტები: დაზღვევა, საზღვარგარეთ გადამზადებაზე წასვლის შესაძლებლობა.