საწყობის ზედამხედველი მენეჯერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის ზედამხედველი მენეჯერის პოზიციაზე.
სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო საწყობი ეძებს პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ თანამშრომელს.
ძირითადი მოვალეობები:
- მოქმედ მენეჯერთან ერთად საწყობის ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია;
- პროდუქციის მიღების, დასაწყობებისა და გაცემის პროცესების ზედამხედველობა;
- მომხმარებლების მიერ შეძენილი პროდუქციის დაკომპლექტებისა და დატვირთვის პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
- დატვირთული პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი სასაქონლო ზედნადებებსა და სხვა თანმხლებ დოკუმენტაციასთან;
- საწყობის თანამშრომლების სამუშაოს განაწილება, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი;
- საწყობში პროდუქციის სწორად განთავსებისა და წესრიგის უზრუნველყოფა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდუბე
ანაზღაურება: 2 000 ლარი (ხელზე ასაღები).
უპირატესობა მიენიჭებათ სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.