საწყობის უფროსი- რუსთავი
ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია შპს "გემრიელი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე.
ვეძებთ დეტალებზე ორიენტირებულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს საწყობის გამართულ, ეფექტურ და სტანდარტებთან შესაბამის მუშაობას.
დასაქმების ადგილი: რუსთავი, სამგორის #1
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მართვა.
- პროდუქციის მიღება-გაცემა, გადაადგილებისა და შენახვის კონტროლი.
- ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი.
- თანამშრომელთა სამუშაო პროცესის ორგანიზება და ზედამხედველობა.
- საწყობის დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება.
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება
- სასურველია წარმოების მიმართულებით გამოცდილება
- საწყობის მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
- ლიდერული და ორგანიზაციული უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დეტალებზე ორიენტირებულობა
კომპანია გთავაზობთ:
- სტაბილურ და მზარდ სამუშაო გარემოს.
- კონკურენტულ ანაზღაურებას.
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას