ბებე+
საწყობის უფროსი
შეთანხმებით
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
კომპანია "ბებე +" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობის ყველა ოპერაციის ყოველდღიური მონიტორინგი, კოორდინაცია და კონტროლი (მიღება, შენახვა, შეკვეთების აღება, შეფუთვა და გაგზავნა);
- საწყობის ყველა პროცესისთვის სტანდარტული საოპერაციო პროცედურების დანერგვა და მონიტორინგი;
- პროდუქციის ეფექტური განლაგება და კატეგორიზაცია;
- ინვენტარის სიზუსტის უზრუნველყოფა - რეგულარული გადამოწმება და აღრიცხვა;
- ოპტიმალური საწყობი სივრცის დაგეგმვა და გამოყენება;
- სამუშაო პროცესების სტანდარტიზაცია და გაუმჯობესება;
- ნაშთების მუდმივი მონიტორინგი და დეფიციტის თავიდან აცილება;
- მასალებისა და პროდუქციის დროული შეკვეთა/დაბრუნება წარმოებასთან შეთანხმებით;
- მინიმალური და ოპტიმალური მარაგების განსაზღვრა და კონტროლი;
- მიღებული მასალების დათვლა, შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- წარმოებული პროდუქციის მიღება და განთავსება შეკვეთების მიხედვით;
- საქონლის გაცემის პროცესის ორგანიზება - მაღაზიებისთვის, სტენდებისთვის, კურიერისთვის ან სხვა ლოკაციებისთვის;
- მჭიდრო კომუნიკაცია წარმოების, ლოჯისტიკის, გაყიდვების და მაღაზიების გუნდთან;
- შეკვეთების სტატუსზე ინფორმაციის მიწოდება;
- უკუკავშირის მიწოდება მარაგებთან დაკავშირებით გაყიდვების და წარმოების დეპარტამენტისთვის;
- ინვენტარიზაციის შედეგების დაფიქსირება და ანალიზი;
- კვირეული და თვიური მარაგების რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
- პროგრამული უზრუნველყოფის (ERP/Excel/CRM) გამოყენება საწყობის მართვისთვის;
- უსაფრთხოების და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
- საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება;
- ფილიალებიდან გამოგზავნილი ჩანაწერების მიხედვით, პროდუქციის გამზადება, ჩალაგება და კურიერის ინფორმირება, რომ მოხდეს დროული მიწოდება;
- გამზადებული ინდივიდუალური შეკვეთის გადამისამართება/გატანება შესაბამისი ფილიალისთვის/სტენდისთვის;
- მომარაგების პროცესების გაყიდვების გუნდებთან ერთად, გუნდურად და მეგობრულად წარმართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საწყობის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
- პროგრამა ფინაში მუშაობის გამოცდილება.
- გუნდის მართვის გამოცდილება.