საწყობის ცვლის უფროსი
" რენეკო " წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად. კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია. ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, ჩემი მარაგი, შენი კალათი, საკმაზი. პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა. (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/ ) კომპანია "რენეკო" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ცვლის უფროსის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება საწყობის მართვის ან ლოგისტიკის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი; ** MS Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel); ** ინვენტარიზაციისა და მარაგების მართვის პრინციპების ცოდნა; ** სასურველია პროგრამა APEX-ში მუშაობის გამოცდილება. ძირითადი მოვალეობები: ** სამუშაო პროცესის განმავლობაში წარმოებაში/საწყობში დასაქმებული თანამშრომლების ხელმძღვანელობა და საქმიანობის კოორდინაცია. ** თანამშრომლებზე სამუშაო დავალებების განაწილება და მათი შესრულების ორგანიზება. ** გაცემული დავალებების შესრულების კონტროლი და შემოწმება, შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. ** სამუშაო პროცესის შეუფერხებელი და ეფექტიანი მიმდინარეობის უზრუნველყოფა. ** თანამშრომლების მიერ შრომის დისციპლინის, უსაფრთხოების ნორმებისა და შიდა რეგულაციების დაცვის კონტროლი. ** გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება სამსახურებრივი უფლებამოსილების და პასუხისმგებლობის ფარგლებში. სამუშაო პირობები: ** სამუშაო დღეები: 2/2-ზე, თვეში 15 სამუშაო დღე ** სამუშაო საათები: 08:00-20:00 ** ანაზღაურება: 2000 ლარი უნარები და კომპეტენციები: ** ორგანიზაციული და ლიდერული უნარები; ** დეტალებზე ორიენტაცია და მაღალი სიზუსტე; ** დროის ეფექტური მართვა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@reneco.ge . "სათაურის" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს). მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია, დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადის. (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ) საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ანდა განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: Vacancy@reneco.ge