საწყობის თანამშრომელი- თელავი — კონტაქტჰოუმი

კონტაქტჰოუმი — ლოგო
კონტაქტჰოუმი

საწყობის თანამშრომელი- თელავი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კონტაქტ ჰოუმი — ეს არის თანამედროვე სივრცე და ლიდერი კომპანია, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის მსოფლიო გიგანტები.

ჩვენ ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და სხვ.).

დღეისათვის ჩვენი გუნდი 250-მდე პროფესიონალს აერთიანებს და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. ჩვენი მთავარი ღირებულება თანამშრომლების პიროვნული და კარიერული განვითარებაა.

ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და მოტივირებულ საწყობის თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ფილიალში პროდუქციის მიღებას, სწორ განთავსებასა და მოწესრიგებას.

სამუშაო ადგილი: თელავი

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

  • ფილიალში შემოსული პროდუქციის მიღება, რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმება;
  • საწყობში პროდუქციის სწორი, უსაფრთხო და სისტემური განთავსება/დასაწყობება;
  • მაღაზიის დარბაზისთვის საჭირო პროდუქციის დროული მომზადება და სექციებისთვის მიწოდება;
  • საწყობში წესრიგისა და სისუფთავის მუდმივი კონტროლი;
  • მარაგების პერიოდულ აღწერებში მონაწილეობის მიღება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს პოზიციის მიზნებიდან და კომპანიის ინტერესებიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საწყობში მუშაობის ან მსგავს სფეროში მომსახურების გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით (განვიხილავთ სტუდენტებსაც);
  • ფიზიკური დატვირთვის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი მოტივაცია, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ?

ჩვენი მიზანია შევქმნათ კომფორტული სამუშაო გარემო, ამიტომ გთავაზობთ კონკურენტულ პირობებს:

  • სოლიდური ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი;
  • ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა (როგორც ინდივიდუალური, ასევე საოჯახო პაკეტები);
  • ჯანსაღი ცხოვრება: Fitpass;
  • სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე (2 დასვენების დღე შეთანხმებით);
  • დამატებითი დასვენება: წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;
  • პერსპექტივა: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ივლისი, 2026 წელი.

* მნიშვნელოვანი ინფორმაცია კანდიდატებისთვის:

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში — შესაბამისი დავის დასრულებამდე.

კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.