საწყობის თანამშრომელი / ოიშო-გრანდ მოლი / სრული განაკვეთი — Cenomi Retail

Cenomi Retail — ლოგო
Cenomi Retail

საწყობის თანამშრომელი / ოიშო-გრანდ მოლი / სრული განაკვეთი

₾1000 ₾ ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

სენომი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საწყობის თანამშრომელი - ოიშო-გრანდ მოლი - სრული განაკვეთი

"Cenomi Retail" 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა, მერანი მოლში და უკვე ბათუმი გრანდ მოლში პირველად აჭარის რეგიონშიც არის წარმოდგენილი ,,Cenomi Retail Georgia’’-ს არაერთი მაღაზია.

რისი გაკეთება მოგიწევს:

  • მიიღებ პროდუქციას და პროგრამულად გაატარებ ტრანსფერებს, გახსნი და დაახარისხებ ბრენდის სტანდარტების მიხედვით;
  • მოამზადებ პროდუქციას დარბაზში გასატანად, რაც მოიცავს ფასების დაკვრას, ალარმების გაკეთებას და სისტემურად დარბაზზე გადაწერას;
  • მუდმივად გააკონტროლებ და მოამზადებ „25“-ს;
  • უზრუნველყოფ დარბაზში და საწყობში პროდუქციის სათანადო განლაგებას და პროდუქციის/ასორტიმენტის ნაკლებობის შემთხვევაში მენეჯერს ჩააყენებ საქმის კურსში;
  • მიიღებ კოლექციას-მანქანის მოსვლის შემდეგ ყუთებს აიტან საწყობში და სწორად განათავსებ სექციების მიხედვით (ქალი / კაცი);
  • დაიცავ კომპანიის სტანდარტებს, პოლიტიკასა და პროცედურებს, შეინარჩუნებ პერსონალურ ჰიგიენას და ატარებ შესაბამის უნიფორმას.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • კორპორატიულ დაზღვევას (ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში);
  • წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას.

ანაზღაურება: 1 000 ლარი + 500 ლარამდე ბონუსი.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 8 საათიანი სამუშაო განაკვეთი, მცოცავი გრაფიკი.

უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა.