საწყობის თანამშრომელი/მტვირთავი
მაღაზიათა ქსელი "მინისო" მსოფლიოს 100 ქვეყანაში, 5000-ზე მეტი ფილიალითაა წარმოდგენილი და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და წარმატებულ ბრენდად არის აღიარებული. "მინისოს" დახლები 12 კატეგორიის პროდუქციას აერთიანებს და სხვადასხვა ქვეყნის წარმოების, 10, 000-ზე მეტი დასახელების ნივთს იტევს. "მინისო ჯორჯია" საქართველოში 2016 წლის დეკემბრიდან ოპერირებს და დღეის მდგომარეობით 26 მაღაზიით არის წარმოდგენილი.
"მინისო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის (მტვირთავი) პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- სატვირთო ავტომანქანის დატვირთვა/დაცლა;
- პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- დატვირთული ავტომანქანების დალუქვა და აღრიცხვა;
- საჭიროების შემთხვევაში დისტრიბუციაში ჩართულობა;
- პროდუქციის დახარისხება;
- საწყობის მოწესრიგებულობაზე ზრუნვა და პროდუქციის შესაბამისი კლასიფიკაციით განლაგება.
ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითველბა უპირატესობად)
- ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა;
- გუნდურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული 5 სამუშაო დღე კვირაში;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, თვალჭრელიძის ქუჩა;
- ანაზღაურება: 1100;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- თანამშრომლებისთვის ფასდაკლება პროდუქციაზე;
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში