საწყობის თანამშრომელი-მძღოლი- ქუთაისი
შპს "ედესი ჯგუფი" 25 წელზე მეტია, წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან პროდუქტსა და მომსახურებას. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია პოლიგრაფიული და საკანცელარიო პროდუქციის საბითუმო და საცალო რეალიზაცია. მრავალწლიანი გამოცდილებისა და სანდო პარტნიორული ურთიერთობების წყალობით, კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ფართო ასორტიმენტსა და მაღალი მომსახურების სტანდარტს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის-მძღოლის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება, აღწერა
- საწყობიდან მაღაზიის მომარაგება და კლიენტებთან პროდუქციის მიწოდება
პირობები:
- სამუშაო დატვირთვა: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00 მდე.
- ანაზღაურება: 1200-1300ლ
- ლოკაცია: ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის 11
აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.