​საწყობის თანამშრომელი- ქუთაისი — ოლიმპი

ოლიმპი

​საწყობის თანამშრომელი- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სადისტრიბუციო კომპანია "ოლიმპი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქუთაისში.

თუ ხართ ორგანიზებული, ფიზიკურად აქტიური და გსურთ სტაბილურ, მზარდ კომპანიაში მუშაობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!

მოვალეობები:

  • საწყობში პროდუქციის მიღება, დასაწყობება და მოწესრიგება დადგენილი წესების მიხედვით
  • შეკვეთების დროული და ზუსტი კომპლექტაცია (აწყობა) მიწოდების აგენტებისთვის გადასაცემად
  • საწყობში არსებული ნაშთების კონტროლი და პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა
  • საწყობის ტერიტორიაზე წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნება

მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა: B კატეგორია (სასურველია)
  • საგარანტიო უზრუნველყოფა: უძრავი ქონება (სავალდებულო პირობა)
  • ტექნიკური უნარები: მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი (ნაშთების ზუსტი აღრიცხვისთვის), ჯგუფური მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

  • სისწრაფე, ოპერატიულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა და მაღალი მოტივაცია
  • სანიმუშო სამუშაო ეთიკა, დისციპლინა და გუნდურობა
  • კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ
  • ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: 1500 - 2000+ ლარი
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი