საწყობის თანამშრომელი- ქუთაისი
შპს "ბაგრატი" წარმოადგენს "სოფლის ნობათის" ოფიციალურ სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს არის სტაბილური კომპანია, რომელიც 2010 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს და თანმიმდევრულად აფართოებს სადისტრიბუციო ქსელს საქართველოს მასშტაბით. კომპანიის საკადრო პოლიტიკა მიმართულია შიდა რესურსების განვითარებასა და გამჭვირვალე სამოტივაციო სისტემის შექმნაზე.
კომპანია აცხადებს ქ. ქუთაისში საწყობის თანამშრომლის ვაკანსიას.
სადისტრიბუციო/ კომერციულ კომპანიაში საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
ძირითადი მოთხოვნები:
- უკან მიღებული პროდუქციის მითვლა და დასაწყობება
- სააღრიცხვო პროგრამაში (FMG) მუშაობა
- საწყობის უფროსის მითითებების შესრულება
ძირითადი მოვალეობები:
- შესყიდვების მიღება, დათვლა დასაწყობება აღწერა
- ვადაგასული პროდუქციის მიღება, დალაგება და აღწერა
- დისტრიბუციის შეკვეთების აწყობა და დროული მიწოდება
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობიანი
- მოწესრიგებული
- შრომისმოყვარე
- მოტივირებული
- დეტალებზე ორიენტირებული
პირობები:
- ანაზღაურება - 1400 ლარამდე (ფიქს+ საბონუსე სისტემა)
- კომფორტულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის პერსპექტივას.
- გრაფიკი: ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით (კვირა დასვენება)
- სამუშაო განაკვეთი - (06:00-14:00)
- კორპორატიული ნომერი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31 ივლისი, 2026.
კომპანია იტოვებს უფლებას დაამუშაოს და გადაამოწმოს პირადი მონაცემები, რის შემდეგაც 6 თვის მანძილზე შეინახება ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში და საჭიროების შემთხვევაში განიხილება სხვა ვაკანტურ ადგილებზეც. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.