საწყობის თანამშრომელი- გორი — შარმ ტრეიდინგი

შარმ ტრეიდინგი

საწყობის თანამშრომელი- გორი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შარმ ტრეიდინგი გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Unilever, Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Henkel, Persil, Perwoll, Schwarzkopf, Palette, Gliss Kur, Syoss, Fa, Selpak, Colgate, Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა).

ჩვენ გვჭირდება ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომისმოყვარე ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად.

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე გორში.

ადგილმდებარეობა: გორი

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

ანაზღაურება: 1000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის მიღება და დასაწყობება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით;
  • პროდუქციის აგროვება შეკვეთების მიხედვით;
  • პროდუქციის საწყობიდან გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
  • საწყობის პერიოდულ აღწერებში მონაწილეობის მიღება;
  • დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოება.

დამატებითი უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული.