საწყობის თანამშრომელი- ბუკნარი — Buknari Hotel

Buknari Hotel — ლოგო
Buknari Hotel

საწყობის თანამშრომელი- ბუკნარი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Buknari Hotel აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ხელფასი: 1500-2000 ლარი (NET)

მდებარეობა: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:

  • სასაწყობე ოპერაციების შესრულება შიდა პროცედურების შესაბამისად;
  • პროდუქციის მიღება, განთავსება, გაცემა და აღრიცხვა;
  • დოკუმენტაციის წარმოება;
  • მიწოდებების მიღება/გაცემის გაწერა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
  • მარაგების სიზუსტისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
  • ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
  • საწყობის ყოველდღიური ორგანიზება და სამუშაო პროცესების კონტროლი;
  • საწყობის სისუფთავის, წესრიგის და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასაწყობე/ლოგისტიკის საქმიანობაში მუშაობის გამოცდილება;
  • პროდუქციის მიღების, განთავსების, გაცემისა და აღრიცხვის გამოცდილება;
  • სასაწყობე პროცესებისა და ინვენტარიზაციის საბაზისო ცოდნა;
  • შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა;
  • საშუალო ან პროფესიული განათლება;
  • ფიზიკური გამძლეობა - აუცილებელია პროდუქციის გადაადგილებისა და დატვირთვისთვის;
  • მარაგების სიზუსტის, წესრიგისა და ინვენტარის კონტროლის უნარი;
  • ფიზიკური დატვირთვისა და გუნდური მუშაობის უნარები;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.