საწყობის თანამშრომელი
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: საწყობის თანამშრომელი.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის დასაწყობება არსებული წესების შესაბამისად;
- საწყობში შეკვეთების მომზადება;
- საწყობში პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა;
- მაღაზიის მომარაგება საწყობში არსებული პროდუქციით.
- შეატყობინოს ხელმძღვანელს მიღებულ პროდუქციაში დეფექტური და წუნდებული საქონლის არსებობის შესახებ;
- მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობის მიღება;
- მომსახურების სტანდარტების, დისციპლინარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
- შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები.
სამუშაო საათები:
- დღეში 8 სამუშაო საათი, ცვლებში.
- დასვენება: კვირაში 1 დღე;
მოთხოვნები:
- ფიზიკურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოწესრიგებულობა და არსებული სტანდარტების დაცვის უნარი;
- სასურველია მსგავსი სამუშაო გამოცდილება.
პირობები:
- მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116.
- ანაზღაურება: 1900-დან 2500 ლარამდე.
- 6 თვის შემდგომ ჯანმრთელობის დაზღვევას უზრუნველყოფს კომპანია;
- მეცამეტე ხელფასი.
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.