საწყობის თანამშრომელი — პისიშოპ.ჯი

პისიშოპ.ჯი — ლოგო
პისიშოპ.ჯი

საწყობის თანამშრომელი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "პისიშოპ.ჯი", კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა. კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების ციფრული ტექნიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.

კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი (კვარტალური)

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

  • საწყობში შემოსული პროდუქციის აღრიცხვა და დასაწყობება;
  • პროდუქციის მითვლა, გაცემა, ზედნადების შედარება, დოკუმენტაციასთან მუშაობა;
  • წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა;
  • მაღაზიის სასაქონლო მარაგების პერიოდული აღწერა;
  • ნაშთების კონტროლი და რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ენერგიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პრეზენტაბელურობა;
  • მოტივირებულობა;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სწავლას და კარიერულ წინსვლას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს.