საწყობის თანამშრომელი
"ავტოდეპო" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
საწყისი ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები, 3-თვიანი გამოსაცდელი ვადა, რომელიც ჩვეულებრივ აგინაზღაურდებათ)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, დილის 9-დან საღამოს 6-მდე.
ფუნქციები:
- საწყობის ყოველდღიური მენეჯმენტი.
- შემოსული იმპორტის მიღების და დასაწყობების ფიზიკური უზრუნველყოფა.
- საწყობიდან გაყიდული პროდუქციის ყოველდღიური შეგროვება.
ვეძებთ გრძელვადიან, სანდო თანამშრომელს, რომელსაც შევუწყობთ ხელს ზრდაში და სტაჟთან ერთად გავზრდით პასუხისმგებლობასა და ანაზღაურებას.
მოთხოვნები: შრომისუნარიანობა, პასუხისმგებლიანობა და ზრდის სურვილი. ინგლისური ენის ცოდნა.