საწყობის თანამშრომელი
შპს "PREMIX" ავტო ნაწილების მაღაზიათა ქსელი და მსუბუქი ავტომობილების სერვისი, ჩვენ ვყიდით 30-ზე მეტ განსხვავებული კატეგორიის ავტო ნაწილს, რაც გულისხმობს 40 000-მდე დასახელების პროდუქტს. ვართ ყველა წარმოდგენილი ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი.
შპს "პრემიქსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, აგლაძის 25
სამუშაო გრაფიკი: 09:30-დან 18:30-მდე;
შრომის ანაზღაურება: 1300 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა და დოკუმენტაციასთან გადამოწმება (ტიპი, რაოდენობა და მდგომარეობა).
- პროდუქციის განთავსება შესაბამის ადგილას საწყობის სქემის მიხედვით.
- პრობლემური ან დაზიანებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის.
- შეკვეთების აგროვება შეკვეთის დოკუმენტის მიხედვით.
- პროდუქციის შეგროვება და გაგზავნისთვის მომზადება.
- მანქანებში ჩატვირთვა ან დისტრიბუტორისთვის გადაცემა.
- მონაწილეობა მარაგების რეგულარულ გადამოწმებასა და ინვენტარიზაციაში.
- სამუშაო ზონაში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად.
- ტექნიკისა და ხელსაწყოების (მაგ. როლიკები, სტელაჟები) გაფრთხილება და მოვლა.
აუცილებელი მოთხოვნები: ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი;
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
მოარგე პროფესია სწორ გზას — შემოუერთდი პრემიქსის გუნდს!