საწყობის თანამშრომელი
"Kontakt"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი! ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა). უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება. ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
ლოგისტიკური პროცესების გამართულად მართვისთვის, ვეძებთ ენერგიულ და შრომისმოყვარე საწყობის თანამშრომელს ჩვენს ცენტრალურ საწყობში.
სამუშაო ადგილი: აეროპორტის დასახლება.
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
- შემოსული პროდუქციის მიღება და სატრანსპორტო საშუალებებიდან ჩამოტვირთვა;
- პროდუქციის საწყობის სექციებში განაწილება და განლაგება;
- საწყობის ტერიტორიაზე პროდუქციის უსაფრთხო გადაადგილება;
- გაყიდული პროდუქციის მომზადება და მიწოდების ავტომობილებში დატვირთვა;
- გეგმიურ ინვენტარიზაციასა და აღწერებში მონაწილეობის მიღება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს პოზიციის მიზნებიდან და კომპანიის ინტერესებიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
რას გთავაზობთ ჩვენ?
- ანაზღაურება: 1200 ₾ + ბონუსი;
- ტრანსპორტირება: კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების უფასო ტრანსპორტირებას;
- სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 09:00 - 18:00 სთ (კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენება);
- ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტები);
- ჯანსაღი ცხოვრება: Fitpass;
- დამატებითი დასვენება: წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;
- განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 24 ივლისი, 2026 წელი.
* მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.