საწყობის თანამშრომელი
საერთაშორისო კომპანიის ფილიალი "SIMONELLI & VICTORIA ARDUINO"-ს წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, პოზიციაზე: საწყობის თანამშრომელი.
მოთხოვნები:
- აუცილებელია საკუთარი ავტომანქანა, რომელსაც ვიქირავებთ იჯარით.
- საწყობში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
მოვალეობები:
- მოახდინოს შეკვეთების დროული შეგროვება;
- პროდუქციის ჩამოტვირთვა და დასაწყობება;
- დისტრიბუცია;
- ჩაატაროს აღწერა;
- გაუფრთხილდეს საწყობში არსებულ პროდუქციას;
- შეასრულოს ხელმძღვანელის მითითებები.
სამუშაოს გრაფიკი და ანაზღაურება:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (არასრული სამუშაო დღე, დამოკიდებულია შეკვეთებზე)
- ანაზღაურება - ფიქსირებული 1500 ლარი + ბენზინის ტალონები
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, არჩილ ცაგარელის #72 (საბურთალო)
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- შრომისმოყვარეობა
- ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.