საწყობის თანამშრომელი
კომპანია "ქერვან ამბალაჟი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
მდებარეობა: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი 58
ვეძებთ პასუხისმგებლობიან საწყობის თანამშრომელს, რომელსაც აქვს კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება და სასურველია იცნობდეს ბარკოდების სისტემას.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება, გატანა და აღრიცხვა;
- ბარკოდების სკანირება და სისტემაში მონაცემების შეყვანა;
- სასაწყობო პროგრამაში ნაშთების კონტროლი და განახლება;
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
- საწყობის წესრიგის კონტროლი.
მოთხოვნები:
- კომპიუტერთან მუშაობის კარგი უნარები;
- ბარკოდების სისტემასთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ყურადღება დეტალების მიმართ.