საწყობის თანამშრომელი — მადარტი

მადარტი — ლოგო
მადარტი

საწყობის თანამშრომელი

₾1800 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

კომპანია მადარტი აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე!

აღნიშნულ პოზიციაზე მოსახვედრად შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

  • გასაუბრება HR სპეციალისტთან;
  • სტაჟირების ეტაპი ფილიალში.

ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ:

  • შრომისა და საქმის სიყვარულს;
  • პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მიღებული პროდუქციის მიღება;
  • კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის დასაწყობება;
  • საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;
  • წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა;
  • საწყობში წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, (მადარტის ფილიალები: საბურთალო, გლდანი, ნახალოვკა, ვარკეთილი, წერეთელი) - როტაციული;

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე;

ანაზღაურება: 1400-1800 ლარი.

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass - ით სარგებლობას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
  • უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.