საწყობის თანამშრომელი
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე; შაბათს 10:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე.
ანაზღაურება: 1000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- ახდენს მიღებული საქონლის დაცლას კონტეინერიდან/მანქანიდან, მის მიღებასა და განთავსებას საწყობის ტერიტორიაზე;
- გასაცემად ამზადებს საქონელს (ე.წ. შეკვეთებს) სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსული მოთხოვნის საფუძველზე;
- საჭიროებისამებრ ახდენს დასაწყობებული საქონლის გადაადგილებას საწყობის ტერიტორიაზე;
- 6 თვეში ერთხელ მონაწილეობს საწყობის აღწერაში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
- ფიზიკური დატვირთისა და სიმძიმის აწევის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი.