საწყობის თანამშრომელი — ახალი ნათება

ახალი ნათება — ლოგო
ახალი ნათება

საწყობის თანამშრომელი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

„ახალი ნათება“ არის ქართული კომპანია, რომელიც 26 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების, ავეჯისა და აქსესუარების სფეროში.კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი და ფლობს 16 ფილიალს თბილისსა და რეგიონებში.

კომპანია ,, ახალი ნათება’’ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

მისამართი: ქ.თბილისი აღმაშენებლის ხეივანი #199

ანაზღაურება: 1300 ლარი-დან ზრდის პირობით

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.

სამუშაო საათები: დღეში 8 საათი, ცვლებში 10:00-19:00 სთ ან 9:00-18:00 სთ, შუალედეში 1 საათიანი შესვენებით.

დამატებით გთავაზობთ:

  • კომპანიის ხარჯით კერძო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას;
  • კომპანიის ხარჯზე სამუშაო საათებში ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა
  • მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
  • ზრდისა და განვითარების პერსპექტივას;

ძირითადი მოვალეობები:

  • საქონლის მიღებაში, დალაგებაში და შეკვეთების აგროვებაში მონაწილეობის მიღება;
  • პროდუქციის საწყობიდან გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
  • დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოება;
  • სხვადასხვა სასაწყობე საქმიანობაში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა;
  • საწყობში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);

სასურველი უნარ–ჩვევები:

  • მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი;
  • პუნქტუალური, მოტივირებული და ენერგიული;