საწყობის თანამშრომელი — ჯეო ქარ იმპორტი

ჯეო ქარ იმპორტი

საწყობის თანამშრომელი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ჯეო ქარ იმპორტი", ავტონაწილების სფეროში მოქმედი კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ახალი ძარის ტაივანური და ჩინური ავტონაწილების იმპორტსა და რეალიზაციაში, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: საწყობის თანამშრომელი.

სამუშაო აღწერა/მოვალეობები:

  • შემოსული ტვირთის მიღება, რაოდენობისა და კოდების გადამოწმება;
  • პროდუქციის განთავსება, მარკირება და დახარისხება დანიშნულ ადგილებში;
  • საქონლის შერჩევა და მომზადება შიდა გადაზიდვებისა და კლიენტის შეკვეთებისთვის;
  • საწყობში არსებული პროდუქციის კონტროლი, წესრიგისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ფიზიკური სამუშაოს შესრულების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო კვირა (5 სამუშაო დღე კვირაში);
  • სამუშაო საათები: 10:00-18:30;
  • დასვენების დღეები: კვირა + ერთი მოძრავი დასვენების დღე კვირის განმავლობაში;
  • ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (ბონუსი დამოკიდებულია თვიურ ბრუნვაზე და განისაზღვრება ინდივიდუალურად).