საწყობის თანამშრომელი
შპს „ჯეო ქარ იმპორტი“, ავტონაწილების სფეროში მოქმედი კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ახალი ძარის ტაივანური და ჩინური ავტონაწილების იმპორტსა და რეალიზაციაში, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
საწყობის თანამშრომელი
სამუშაო აღწერა / მოვალეობები:
- შემოსული ტვირთის მიღება, რაოდენობისა და კოდების გადამოწმება;
- პროდუქციის განთავსება, მარკირება და დახარისხება დანიშნულ ადგილებში;
- საქონლის შერჩევა და მომზადება შიდა გადაზიდვებისა და კლიენტის შეკვეთებისთვის;
- საწყობში არსებული პროდუქციის კონტროლი, წესრიგისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფიზიკური სამუშაოს შესრულების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა (5 სამუშაო დღე კვირაში);
- სამუშაო საათები: 10:00 – 18:30;
- დასვენების დღეები: კვირა + ერთი მოძრავი დასვენების დღე კვირის განმავლობაში;
- ანაზღაურება: 1 500 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (ბონუსი დამოკიდებულია თვიურ ბრუნვაზე და განისაზღვრება ინდივიდუალურად).