საწყობის თანამშრომელი
შპს "ნბ ჯგუფი", სავენტილაციო სისტემების და სამონატაჟო მასალების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანია 17 წლიანი გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
საწყობის თანამშრომლის პოზიციის მიზანია იმპორტირებული/ ადგილობრივი საქონლის მიღება, უსაფრთხო შენახვა, ზუსტი აღრიცხვა, შეუფერხებლად და სწორად გაცემის უზრუნველყოფა მომხმარებელზე, კომპანიის ოპერაციული პროცესების მხარდაჭერა და მის მიერ განსაზღვრული სასაწყობე სტანდარტების დაცვა.
ფუნქციები:
- იმპორტირებული / ადგილობრივი საქონლის მიღება შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
- მიღებული საქონლის რაოდენობრივი და ვიზუალური ხარისხობრივი შემოწმება, დათვლა;
- დაზიანებული, ნაკლოვანი ან შეუსაბამო საქონლის იდენტიფიცირება და დაფიქსირება;
- საქონლის სწორად განთავსება საწყობში კატეგორიის, ტიპის, ზომის და დანიშნულების მიხედვით;
- საწყობში წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
- ნაშთების ყოველდღიური კონტროლი;
- სხვაობების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა;
- საჭიროების შემთხვევაში კომპანიის საწყობებს შორის საქონლის ტრანსპორტირება კომპანიის ავტომობილით;
- გაყიდვებისთვის შეკვეთების სწრაფი და ზუსტი მომზადება;
- საქონლის გაცემა მომხმარებელზე;
- საქონლის დატვირთვა/გადმოტვირთვა;
- გაცემული საქონლის შესაბამისობის კონტროლი შეკვეთასთან;
- გეგმიურ და არაგეგმიურ ინვენტარიზაციებში მონაწილეობა;
- ვადაგასული, დაზიანებული ან არასაბრუნავი საქონლის იდენტიფიცირება;
- შრომის უსაფრთხოების და სახანძრო წესების დაცვა;
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება საჭიროების შემთხვევაში;
- საწყობის ტექნიკისა და ინვენტარის უსაფრთხოდ გამოყენება;
- კომპანიის სატრანსპორტო საშუალების მართვა დაკისრებული დავალებების შესაბამისად;
- საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა;
- კომპანიის შიდა პოლიტიკისა და ეთიკის ნორმების დაცვა.
მოთხოვნები:
- საშუალო ან პროფესიული განათლება (ტექნიკური მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად);
- სასაწყობე საქმიანობის გამოცდილება (სასურველია);
- სავენტილაციო, სამშენებლო ან ტექნიკური მასალების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- ავტომობილის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
უნარები:
- დისციპლინირებული / პუნქტუალური / ორგანიზებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კონფიდენციალურობის მაღალი მაჩვენებელი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.