საწყობის თანამშრომელი
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება და დასაწყობება;
- საწყობში მიღებული პროდუქციის ინვენტარიზაციის და აღწერის უზრუნველყოფა;
- სავაჭრო აგენტების შეკვეთების აწყობა, გამზადება დოკუმენტში მოთხოვნილი პროდუქციის მიხედვით;
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- შრომისმოყვარეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საწყობში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო, მეგობრულ გარემოს;
- სტაბილურ შემოსავალს.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
- დასვენება: შაბათი/კვირა
- ანაზღაურება: 1500 ლარი
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ავჭალა, დ.სარაჯიშვილის 39 (მიმდებარედ)