საწყობის სპეციალისტი
კომპანია "რეფიქსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის თანამდებობაზე.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30 - 18:00;
- ანაზღაურება: პირველი თვის განმავლობაში - 800 ლარი; მეორე თვიდან - 1400 ლარი + ბონუსი;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, თვალჭრელიძის ქუჩა, "ისთ ფოინთის" მიმდებარე ტერიტორია.
სამუშაოს აღწერა:
- საწყობში შემოსული პროდუქციის მიღება, აღრიცხვა და სწორად დასაწყობება;
- პროდუქციის მიღების, გაცემისა და გადაადგილების განხორციელება დადგენილი წესების შესაბამისად;
- შეკვეთების შესაბამისად პროდუქციის აგროვება და გასაცემად მომზადება;
- სასაწყობე ნაშთების კონტროლი და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.
მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია)
პირადი უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
კომპანია "რეფიქსის" საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საღებავებისა და სამღებრო საშუალებების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე.