საწყობის სპეციალისტი
ოტო მოტორსი უკვე 13 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს აწვდის მაღლი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და ავტოსერვისს. 2018 წლიდან კომპანიამ წარადგინა ინოვაციური პროექტი- საავტომობილო ჰიპერმარკეტი, რომელიც გთავაზობთ წამყვანი ბრენდების პროდუქციას ერთ სივრცეში. კონცეფცია აერთიანებს ყველაფერს რაც შენს ავტომობილს სჭირდება, ან დასჭირდება.
კომპანია "ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საწყობის სპეციალისტი (ძარის, ავტომობილის ვიზუალური დეტალების მიმართულება)
სამუშაო გრაფიკი: სრული (შესაძლებელია გრაფიკის არჩევა 09:00-18:00 ან 10:00-19:00 სთ)
ანაზღაურება: 1200 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, ხანგრძლივობა 3 თვე)
სამუშაო ადგილი: დიღომი, ჯორჯ ბალანჩინის 28
უნარები:
- კომუნიკაბელურობა
- დაგეგმვის უნარი
- ენერგიულობა და სისხარტე
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის მიღებისა და დასაწყობების ოპერაციების შესრულება
- საწყობში მისაღები ტვირთისათვის შესაბამისი სივრცეების მომზადება
- შეკვეთის დამუშავება და დისტრიბუციაში გასაშვებად გამზადება
- მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის საწყობში მოძიება და აგროვება