საწყობის სპეციალისტი — მაქსთერმი

მაქსთერმი — ლოგო
მაქსთერმი

საწყობის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "მაქსთერმი", რომელიც 2005 წლიდან პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გათბობის, გაგრილების, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 149

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობში მიღებული პროდუქციის დაცლა, ზედნადების მიხედვით მითვლა და დასაწყობება;
  • მომხმარებლის შეკვეთების ოპერატიულად გამზადება;
  • გამზადებული შეკვეთების მომხმარებლისთვის მითვლა შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით და დატვირთვა;
  • მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობის მიღება;
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

კანდიდატის პროფილი:

  • საწყობში მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა;
  • პუნქტუალურობა.

კომპანია გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off);
  • სამუშაო საათები: 09:30-18:00 ორშაბათი-შაბათი; (1 მოკლე დღე)
  • ხელფასი + ბონუსი