საწყობის ოპერატორი - მივლინება — დასტა რექორდს მენეჯმენტი

დასტა რექორდს მენეჯმენტი

საწყობის ოპერატორი - მივლინება

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია სს "დასტა რექორდს მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში, ისანი სამგორის რაიონში, გრ. ლორთქიფანიძის 15ა (ყოფილი კაიროს ქ.).

"დასტა რექორდს მენეჯმენტი" ("დასტა") არის დოკუმენტაციის ელექტრონული სისტემებით მართვის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საარქივო მომსახურებას, ელექტრონული ჩანაწერების მენეჯმენტს და დოკუმენტაციის უსაფრთხო განადგურებას. კომპანია დაარსდა 2014 წელს ქართველი, ამერიკელი, ფრანგი და ჰოლანდიელი ინვესტორების მიერ.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:30-დან 18:00 საათამდე.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • ტექნიკური და კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
  • მძიმე საგნების აწევისა და გადაადგილების უნარი;
  • ცვალებად სამუშაო გარემო-პირობებში მუშაობის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

საწყობის ოპერატორს მოუწევს ქალაქგარეთ მივლინება, დარჩენით რამდენიმე დღის განმავლობაში. სასტუმროს და ტრანსპორტირების ხარჯებს ანაზღაურებს კომპანია.

ძირითადი მოვალეობებია:

  • ტვირთის გადაადგილება;
  • ყუთების აწყობა;
  • ყუთებში შესაბამისი დოკუმენტაციის ჩალაგება;
  • საწყობში შემოსული ყუთების შესახებ არსებული მონაცემების შემოწმება და მოძებნა;
  • საწყობში ყუთების დასაწყობება, გასწორება და განახლება;
  • კომპანიაში არსებული დეპარტამენტების დახმარება საჭიროებისამებრ;

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ